გლდანში, ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე ასფალტის საფარი დაიგო
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. ამჯერად, ასფალტის საფარის მოწყობა ჯაბიძის ქუჩის გაგრძელებაზე, საფეხბურთო ცენტრის მიმდებარედ განხორციელდა.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი მოეწყო. 3 842 კვ. მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მოეწყო ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.
პროექტისთვის, რომელიც, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა, 269 840 ლარი დაიხარჯა.