ისნის რაიონში საბავშვო მოედნები და ფიტნეს ზონა მოეწყო

ისნის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პაატა ჯანელიძის N1-სა და II შორაპნის ქ. N11-ის მიმდებარედ ორი მინი საბავშვო მოედანი და ფიტნეს ზონა მოაწყო.
სამუშაოების შედეგად, 300 კვ.მ ბავშვთა გასართობი სივრცე და ახალი ლედ განათებები დამონტაჟდა. ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა, ირგვლივ სკამები და ურნები განთავსდა.
აღნიშნულ ობიექტებზე შესრულებული სამუშაოები ისნის გამგეობის ბიუჯეტიდან 80 958 ლარით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები