მთაწმინდის რაიონში წყალარინების ქსელი წელს 41 მისამართზე მოეწყო

მთაწმინდის რაიონის გამგეობა სხვადასხვა პროექტის განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
მიმდინარე წელს, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 41 მისამართზე წყალარინების ქსელის მოწყობა უკვე დასრულდა. არსებულ მისამართებზე ძალიან მძიმე სიტუაცია იყო, წყალარინების ქსელი ათწლეულებია, არ შეცვლილა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდა.
სამუშაოები, გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 738 471 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები