კალაძე: საახალწლო სოფლის მოსაწყობად განკუთვნილი თანხა საკვები პროდუქტების შეძენას მოხმარდება

ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე სპორტულ კომპლექსს, სადაც მოსახლეობისთვის დასარიგებლად განკუთვნილ პროდუქტებს ახარისხებენ, დღეს კიდევ ასობით ოჯახისთვის განკუთვნილი პროდუქტები შეემატა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქჩართვისას“ განაცხადა, კომპანია „არქიმ“ პროდუქტები დღეს 500-მდე ოჯახისთვის წარმოადგინა.

„ჩვენ შევქმენით სპეციალური პლატფორმა, სადაც ყველა ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ამ კეთილ საქმეში, შეუძლია, წარმოადგინოს საკვები პროდუქტები, რომელთაც შემდეგი დღეების განმავლობაში დავურიგებთ იმ ადამიანებსა და ოჯახებს, რომელთაც პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად გაუჭირდათ და ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ჩვენ წინასწარ გვაქვს გამზადებული აღნიშნული არამალმფუჭებადი პროდუქტების ნუსხა. ეს პლატფორმა მოგვცემს საშუალებას, დავეხმაროთ ბევრ ადამიანს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განამრტებით, მერიის სარეზერვო ფონდში პროდუქტების შესაძენად საჭირო თანხები მობილიზებულია. მან ასევე აღნიშნა, რომ წელს, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, დედაქალაქში არ მოეწყობა ე.წ. საახალწლო სოფელი, რისთვისაც, დაახლოებით, 800 000 ლარი უნდა დახარჯულიყო. აღნიშნული თანხაც, კალაძის განცხადებით, საკვები პროდუქტების შეძენას მოხმარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები