გლდანის რაიონში სკვერის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონში, მეოთხე მიკრორაიონის N106 კორპუსის მიმდებარედ სკვერის მოწყობა დასრულდა.
სამუშაოების შედეგად, განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცე, დაიგო ფილები. ტერიტორიაზე გარე განათების სისტემა და გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო. ამასთან, დაიგო ბალახი და განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
სარეაბილიტაციო სამუშაოები გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „არაგვი ბიზნეს ჯგუფი პლიუსმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 64 048 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები