თბილისში, ალ. ჭავჭავაძის N8/11-ში შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონში, ალ. ჭავჭავაძის ქ. N8/11-ში შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
აღნიშნულ მისამართზე სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი 750 კვ.მ ფართობზე დაიგო.
პროექტის ღირებულება 27 156 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები