ქავთარაძის N34-ში წყალარინების შიდა ქსელი რეაბილიტირდება
ვაკის რაიონის გამგეობა ამხანაგობებთან თანამშრომლობას განაგრძობს. ამჯერად, ქავთარაძის N34-ში წყალარინების შიდა ქსელი რეაბილიტირდება.
სამუშაოების შედეგად გამოიცვლება მიწისქვეშა მილები, დამონტაჟდება ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი, ასფალტის საფარი დაიგება.
პროექტის ღირებულება 36 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ. ისინი ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ და მათი სხვა საჭიროებები განიხილეს.