თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი ეწყობა
გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სრულიად ახალი სპორტული მოედანი ჯანჯღავას ქუჩაზე ეწყობა.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოეწყობა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ ახორციელებს. აღნიშნულისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 34 500 ლარია გათვალისწინებული.
ამასთან, მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ინვენტარის მოწესრიგება 16 მისამართზე განხორციელდა. 6 მისამართზე კი, მიმდინარეობს.