მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
მთაწმინდის რაიონის გამგეობა გზების კეთილმოწყობის კიდევ რამდენიმე პროექტს ახორციელებს.
ამჯერად, ზანდუკელის ქუჩაზე N16/29-ში არსებული ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, ამორტიზებული ასფალტის საფარი ახლით შეიცვალა.
აღნიშნულ სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანია „ახალმა საფარმა“ შეასრულა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8116 ლარი გამოიყო.