თბილისში, გვაზაურის N4-ში წყალარინების მოძველებულ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება
თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის N4 კორპუსის წყალარინების მოძველებულ სისტემას რეაბილიტაცია უტარდება.
პროექტის ფარგლებში, 148 გრძივი მეტრი გარე ქსელი იცვლება, მონტაჟდება 9 საკომუნიკაციო ჭა, ასევე, შენობის შიგნით ახალი მილები 125 გრძივ მეტრზე მოეწყობა.
ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობა 44 923 ლარს დახარჯავს. აღნიშნული პროექტით 87 ოჯახის პრობლემა მოგვარდება.