ვეკუას ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერია გლდანის რაიონში, ნიკო კეცხოველის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს.
მიმდინარე პროექტის ფარგლებში, 2-დან 5 დეკემბრამდე ვეკუას ქუჩაზე, ბავშვთა გასართობი პარკის მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!