ჩერაპუნჯი და ლა-რინკონადა – ქალაქები, სადაც სიკვდილი ბევრად ადვილია

დედამიწაზე ცუდი კლიმატის მქონე ადგილი საკმაოდ ბევრია. აქ იმდენად ცუდი პირობებია, რომ ჩვენთვის ჩვეული საცობები, დაბინძურებული ქუჩები ჩვენს ქალაქებში და მანქანების საშინელი გამონაბოლქვიც შესაძლოა, არაფრად მოგეჩვენოთ.

ჩერაპუნჯი (ინდოეთი)

ყველაზე წვიმიანი ადგილი მსოფლიოში ბანგლადეშის საზღვართან, ინდოეთის შტატ მეგჰალაიაში მდებარეობს. ნალექის საშუალო ოდენობა აქ ყოველდღიურად 3 სანტიმეტრს აღწევს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ყოველდღე წვიმს. ხუთთვიანი განუწყვეტელი წვიმების შემდეგ შვიდი თვე ცხელი და მშრალი სეზონი გრძელდება. ქალაქის სტრატეგიული განლაგების გამო, ბრიტანელმა კოლონისტება XIX​ საუკუნეში ჩერაპუნჯიში სამხედრო ბაზა ააშენეს, მაგრამ მალევე ამ ყველაფერზე ხელია იღეს, ვინაიდან ამ ქალაქში ჩამოსახლებულ ინგლისელ ჩინოვნიკებს შორის, თვითმკვლელობის დონე მკვეთრად გაიზარდა. სამხედროების დეპრესიისგან იტანჯებოდნენ და სახლში, მზიან ინგლისში დაბრუნებას ითხოვდნენ. ადგილობრივ მოსახლეობაზე კლიმატს მსგავსი გავლენა არ მოუხდენია. პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია – ჩერაპუნჯის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დასალევი წყლის დეფიციტია.

ლა-რინკონადა (პერუ)

ლა-რინკონადა ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული ადგილია დედამიწაზე, რომელიც პერუში, ანდებში, 5400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. დღისით ტემპერატურა, როგორც წესით, ნულს ზევით არ ადის, ხოლო ღამით ყოველთვის საშინლად დაბალი ტემპერატურაა.

აქ საჭმელად ვარგისი მცენარეები არ იზრდება, ჰაერი განმუხტულია, ხოლო ჟანგბადის უკმარისობის გამო, ადამიანები ძალიან მალე იღლებიან. ლა-რინკოლადას მოსახლეობა ბარაკების მსგავს მეტალის კონსტრუქციებში ცხოვრობს. ერთადერთი ადგილი, სადაც ოთახის ქირაობაა შესაძლებელი, ეს საროსკიპოა. აქ არავითარი სანიტარული ნორმები არ არსებობს. ქალაქში, ასევე, არ არის კანალიზაცია, ხოლო ნაგავს, უბრალოდ, ქუჩაში ყრიან ან წვავენ.

ლა-რინკოლადა არ არის რეკომენდირებული მუდმივი ცხოვრებისთვის. ყველა აქ მყოფი სასუნთქი სისტემის სერიოზული დაავადებების მაღალი რისკის ქვეშაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები