კრწანისის რაიონში კიდევ 6 ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა

კრწანისის რაიონში კიდევ 6 ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა. მათგან ერთი რუსთავის გზატკეცილი N19 კორპუსი N1-ის მიმდებარედ მდებარეობს.
პროექტის ფარგლებში, კრწანისის რაიონში მოწყობილ თუ რეაბილიტირებულ თითოეულ სკვერში საბავშვო ატრაქციონები და გარე განათების ქსელი დამონტაჟდა. ტერიტორია მთლიანი ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. ირგვლივ სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე დაირგო. დამონტაჟდა სკამები, სეპარირებული ურნები. ასევე, დეკორატიული ფილები დაიგო.
ადგილზე სკვერისათვის საჭირო თანამედროვე ინვენტარი დაიდგა, ასევე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია.
2018 წლიდან დღემდე კრწანისის რაიონში 55-მდე სკვერის მოწყობა-რეაბილიტაცია განხორციელდა. მთლიანი ტერიტორიის 6 ჰექტარზე ახალი რეკრეაციული სივრცეები განთავსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები