წელს ოქროყანაში, შინდისში, ტაბახმელაში, წავკისში, კოჯორსა და კიკეთში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა
მთაწმინდის რაიონის გამგეობა აქტიურად განაგრძობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, მათ შორის, შემოერთებულ ტერიტორიებზე. მიმდინარე წელს ოქროყანაში, შინდისში, ტაბახმელაში, წავკისში, კოჯორსა და კიკეთში არაერთ მისამართზე მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა.
სამუშაოები განხორციელდა შემდეგ მისამართებზე:
• ოქროყანა, მეფუტკრეობის ქუჩა;
• ოქროყანა, ამაღლების ქუჩა;
• თბილისი-კოჯრის გზატკეცილი I შესახვევი;
• კოჯორი, ორბელიანის ქუჩა;
• კოჯორი, ბარათაშვილის ქუჩა;
• კოჯორი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა;
• შინდისი, სამადაშვილის ქუჩა;
• შინდისი, დიდგორის ქუჩა;
• ტაბახმელა, თამარ მეფის ქუჩა.
აღნიშნული ქუჩები კაპიტალურად შეკეთდა. პროექტის ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო, მოეწყო ტროტუარი და ბორდიური.
2021 წლის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, შემოერთებულ ტერიტორიებზე კიდევ რამდენიმე ქუჩის მოწყობაა დაგეგმილი.
აღნიშნული სამუშაოებისთვის, მთაწმინდის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 546 000 ლარი გამოიყო.