თამარ ყურაშვილი: ტიკარაძემ რომ ინსტიტუტი დაამთავრა, მაშინ არც ორდინატურა იყო საქართველოში, არც რეზიდენტურა

„დიპლომი არ ჰქონია მხვდება სტატუსები და იმ სიუჟეტში დიპლომი ანახეს, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ”, – ამ სიტყვებით ეხმაურება სტომატოლოგი თამუნა ყურაშვილი 28 ნოემბერს „ტვ პირველის” სატელევიზიო ეთერში გასულ სიუჟეტს, რომლის თანახმად ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს სამედიცინო დიპლომი არ აქვს.

როგორც ყურაშვილი განმარტავს, იმ დროს, როცა ეკატერინე ტიკარაძემ ინსტიტუტი დაამთავრა, საქართველოში ორდინატურისა და რეზიდენტურის პროგრამები არ იყო.

მისივე თქმით, რეზიდენტურის პროგრამა მოგვიანებით შემოიღეს საქართველოში, რომელიც ერთწლიან სასწავლო კურსს გულისხმობდა.

„არ მიყვარს უსამართლობა, ბევრს გავაღიზიანებ ახლა, მაგრამ დავწერ. ტიკარაძემ რომ ინსტიტუტი დაამთავრა, მაშინ არც ორდინატურა იყო საქართველოში, არც რეზიდენტურა, საერთოდ არაფერი არ იყო. დაამთავრებდი ინსტიტუტს, იყავი უმცროსი ექიმი, გაივლიდი კერძო (?) პრაქტიკებს და დაიწყებდი სადმე მუშაობას. მერე, წლებში შემოვიდა რეზიდენტურის პროგრამები და ორ წლიანი არასოდეს არ ყოფილა საქართველოში, იყო ერთ წლიანი. დიპლომი არ აქვსო და დიპლომი აჩვენეს. 90-იანებში ბევრი კერძო ინსტიტუტი იყო საქართველოში და ძალიან ბევრ კარგ ექიმს აქვს დამთავრებული. იმაზე დავა როგორ ასწავლიდნენ, არარელევანტურია ამ წუთას. გააჩნია ვინ როგორ სწავლობდა. თსსუ პროფესორები ასწავლიდნენ უმრავლესობაში. მეც კერძო აკადემია დავამთავრე და დიმა კორძაია, ნათელა მამფორია და თამარ დეკანოსიძე მასწავლიდნენ. ბატონი საშა ბრეგვაძე, გოგი ყიფიანი და მამუკა მარგველაშვილი გვიკითხავდა ლექციებს და პრაქტიკულებს. მერე ამ დიპლომით წავედი საზღვარგარეთ, ჩავაბარე ორდინატურაში, ვისწავლე და 24-საათიან რეჟიმში ვიმუშავე კათედრაზე ორი წელი. მივიღე ძალიან, ძალიან ბევრი პაციენტი, აქ რომ 10 წელი ვერ მიიღებდა ახალდამთავრებული ექიმი, იქ ჩავაბარე სასერტიფიკაციო გამოცდა. აღმოჩნდა, რომ აქ არ ჭრის. აქაც მომიწია მერე ჯერ ზოგადი ექიმის ჩაბარება, მერე სპეციალობის ცალკე, მერე კიდევ სუბ სპეციალობების რამდენიმე გამოცდის, რომ მომიჯნავე დარგებშიც მქონოდა მუშაობის უფლება. არ ვიცი ტიკარაძის სამუშაო გამოცდილება, მაგრამ დროს და კონტექსტს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა. პ.ს. დიპლომი არ ჰქონია მხვდება სტატუსები და იმ სიუჟეტში დიპლომი ანახეს, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. სხვა რამეზე ვედაოთ”, – აღნიშნავს ყურაშვილი.

https://www.facebook.com/tamuna.kurashvili.3/timeline?lst=100000095301101%3A1774461610%3A1606643139

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები