თბილისის მერია შეზღუდვების პერიოდში ზონალურ-საათობრივი პარკირების გადასახადს გააუქმებს
თბილისის მერია პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების პერიოდში სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს საკვები პროდუქტებით დაეხმარება, ხოლო ზონალურ-საათობრივ პარკირებაზე გადასახადი დროებით გაუქმდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ბრიფინგზე ისაუბრა.
დედაქალაქის მერის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეჩერების გამო, შეზღუდვების პერიოდში გაუქმდება ზონალურ-საათობრივ პარკირებისთვის დადგენილი გადასახადი.
დედაქალაქის მერმა კიდევ ერთხელ მიაწოდა საზოგადოებას ინფორმაცია დახმარებების პაკეტზე, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა პანდემიის პერიოდში მოქალაქეთა ხელშეწყობის მიზნით.