26 მაისის მოედანზე გზაგამყოფი კუნძულების მოწყობისა და გამწვანების სამუშაოები დასრულდა

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა 26 მაისის მოედანზე გზაგამყოფი კუნძულების მოწყობისა და გამწვანების სამუშაოები დაასრულა.
ახალ გზაგამყოფ კუნძლებზე, რომელთა ფართობიც 1 000 კვადრატული მეტრია, სხვადასხვა სახეობის 357 ძირი ხე და ბუჩქი, 5264 ძირი ბალახოვანი მცენარე დაირგო.
ამასთან, სარწყავი სისტემის მოწყობისა და ნოყიერი მიწის ნაზავის შეტანის სამუშაოებიც განხორციელდა. ასევე, ტერიტორიაზე დაითესა ბალახი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები