გლდანის 6 მისამართზე სპორტული მოედნების დაზიანებული ინვენტარის აღდგენა დაიწყო

თბილისში, გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება. ამჯერად, სპორტული მოედნების დაზიანებული ინვენტარის აღდგენა 6 მისამართზე დაიწყო.
მათ შორის, სპორტული მოედნების შეკეთების სამუშაოები გმირი კურსანტების პირველი შესახვევის პირველი კორპუსის მიმდებარედ, ასევე, გმირი კურსანტების N18 მიმდებარედ და მანაგაძის მეოთხე ჩიხის N19 კორპუსთან მიმდინარეობს.
სხვადასხვა მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაციისთვის ჯამში, მიმდინარე ხელშეკრულებით, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 208 668 ლარი არის გათვალისწინებული.
სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „პე ბე“ ახორციელებს.
ამასთან, მიმდინარე წელს გამგეობის მიერ სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ინვენტარის მოწესრიგება 16 მისამართზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები