გლდანში, პატარა ტბის დასახლებაში წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო

გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში წინამძღვრიშვილის ქუჩის გზის საფარის მოწესრიგება დაიწყო.
საგზაო სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე ეწყობა, რის შემდეგაც, ასფალტის საფარი დაიგება. დაახლოებით, 4 623 კვადრატულ მეტრ ფართობზე კი ასფალტის ორი ფენა საფარი დაიგება, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები.
აღნიშნული პროექტისთვის 457 765 ლარი არის გათვალისწინებული.
სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია – ,,დინ გრუპ“ ახორციელებს.
პატარა ტბის დასახლებაში გლდანის გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. აღნიშნულ დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოუწესრიგებლობის გამო, გამგეობა ვერ ახორციელებდა გზის საფარის მოწყობას. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელის მოაწყო, რის შემდეგაც გამგეობას მიეცა შესაძლებლობა, საგზაო სამუშაოები დაეწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები