აღმაშენებლის ხეივანში მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერია სოფელი დიღმისთვის წყალარინების ცენტრალური ქსელის მოწყობის სამუშაოებს განაგრძობს. ამ ეტაპზე, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, წრიულ სამანქანო ზოლში ჩატარდება.
სამუშაოების მიმდინარეობისას, 25 ნოემბრიდან ერთი დღე-ღამის განმავლობაში აღნიშნულ საგზაო მონაკვეთში ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მძღოლებს ავტომობილების მობრუნება მომდევნო წრიულ ზოლში შეეძლებათ.