მედიისთვის აშშ-ის მომდევნო სახელმწიფო მდივნის ვინაობა გახდა ცნობილი
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე საგარეო პოლიტიკურ საკითხებში თავისი ყოფილი მრჩევლის, ენტონი ბლინკენის დანიშვნას გეგმავს.
ინფორმაციას ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
58 წლის ბლინკენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ბაიდენის მრჩეველი 2009-2013 წლებში იყო, როდესაც ის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ვიცეპრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, სახელმწიფო დეპარტამენტში კარიერა ბლინკენმა ბილ კლინტონის პრეზიდენტობის დროს დაიწყო.
ასევე, მედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ბაიდენი, რომელიც ამჟამად ადმინისტრაციის ფორმირებით არის დაკავებული, კანდიდატებს უკვე 24 ნოემბერს დაასახელებს.