გრიგოლ ლილუაშვილმა და ვახტანგ გომელაურმა ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი აცრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი 2017 წლის 21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წინააღმდეგ ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა. სპეცოპერაციის დროს ასევე დაიჭრა ოთხი სამართალდამცველი.
ივანე გოლაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მედლით – „მამაცობისთვის“, დაჯილდოვდა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები