საქსტატი: 2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა
ღორის რაოდენობა 237.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური იტყობინება.
„წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 955.0 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 453.8 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.7 პროცენტით მეტია.
ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 9.9 პროცენტით შემცირდა და 846.1 ათასი სული შეადგინა.
ღორის რაოდენობა 237.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 3.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22.5 პროცენტით გაიზარდა და 11.5 მილიონ ფრთას მიაღწია.
წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის III კვარტალში რძის წარმოებამ 168.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.0 პროცენტით მეტია.
ხორცის წარმოებამ 14.7 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამის პერიოდის მაჩვენებელზე 6.4 პროცენტით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში წარმოებულია 154.8 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 9.6 პროცენტით ჩამორჩება“, – ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.