დედაქალაქში მწვანე ნარგავების წამლობა გრძელდება

მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქში მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები განახორციელა.

ზემო ფონიჭალაში არსებულ შუაგამყოფ ზოლში დარგული აკაციები, ასევე, კახეთის გზატკეცილზე, მონუმენტის „ადამიანი და მზე“ მიმდებარედ არსებული ლეილანდის კვიპაროსები შეიწამლა.

აღსანიშნავია, რომ მწვანე ნარგავების შეწამვლა ფიტოსანიტარიული მონიტორინგის საფუძველზე მიმდინარეობს.

 მწვანე ნარგავების შეწამვლის სამუშაოები გაგრძელდება და მთელ ქალაქს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები