ზღვისუბნის III მ.რ. I კვ. N7 კორპუსთან გზის რეაბილიტაცია სრულდება
ნაძალადევის რაიონში, ზღვისუბნის III მ.რ. I კვ. N7 კორპუსთან შიდაკვარტალური გზის რეაბილიტაცია სრულდება. აღნიშნულ მისამართზე სავალ ნაწილსა და ტროტუარზე ასფალტის საფარი 660 კვ.მ ფართობზე დაიგო.
პროექტის ღირებულება 30 000 ლარია. ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან დაფინანსდა.