ვერაზე, გუნიას ქუჩაზე გზის ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ვერაზე, გუნიას ქუჩაზე გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაასრულა.
პროექტის ფარგლებში, დაზიანებული რიყის ქვის საფარი ბაზალტის ქვაფენილმა ჩაანაცვლა. საგზაო ინფრასტრუქტურა 350 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. რელიეფური მდებარეობიდან გამომდინარე, ქვაფენილის გზა მოსახლეობას სავალ გზასთან დაკავშირებულ პრობლემას მოუხსნის.
საგზაო სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 000 ლარი დაიხარჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები