წყნეთში, არსენასა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში, არსენასა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთაზე დასასვენებელი სივრცე ეწყობა.
ტერიტორიაზე განთავსდება კეთილმოწყობილი საბავშვო ზონა სხვადასხვა ატრაქციონით, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი ურბანული ავეჯი, მოსასვენებელი პავილიონი, მოეწყობა განათების ქსელი, დაირგვება ბალახი და მცენარეები.
პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 109 000 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები