თბილისი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კამპანიას შეუერთდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) საშვილოსნოს კიბოს ელიმინაციის კამპანიას იწყებს, რომელსაც მსოფლიოს 194 ქვეყანასთან ერთად, საქართველოც შეუერთდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ელიმინაციის კამპანიის ფარგლებში, დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობები საშვილოსნოს კიბოს ფერში ნათდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აქციას საქართველოს დედაქალაქიც შეუერთდა და თბილისის სატელევიზიო ანძა განათდა.

“თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი უფასოა. პროგრამაში, დედაქალაქის მასშტაბით, 30 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის, თბილისის მერიის ა(ა)იპ „ეროვნული სკრინინგ ცენტრი“.

მიმდინარე წელს, თბილისის მერიამ საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის 22 750 შემთხვევა დააფინანსა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები