დიდუბის რაიონის გამგეობამ ექვს მისამართზე 35 ერთეული საპარკე სკამი განათავსა

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის მიერ შემოტანილი განცხადებების საფუძველზე, დიდუბესა და დიღმის მასივში არსებულ სივრცეებში საპარკე სკამების განთავსებას განაგრძობს. ამ ეტაპზე, ექვს მისამართზე 35 ერთეული სკამი განთავსდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 10 358 ლარის ღირებულების ფარგლებში განახორციელა. ანალოგიური სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები