ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება

ვაკის რაიონში გზების განახლების პროცესი გრძელდება. ამ დროისთვის, გზის რეაბილიტაცია ბეთანიაში კიდევ ერთ ქუჩაზე მიმდინარეობს.
ასფალტი ჭავჭავაძის ქუჩის მოედანზე იგება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 60 000 ლარი გამოიყო. პროექტის შედეგად, დაახლოებით, 900 კვ. მ ფართობის მონაკვეთი განახლდება.
რეაბილიტაციის პროცესს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები