„დაბადებიდან ცალი თირკმელი არ ჰქონდა“ – 12 წლის გოგოს ოჯახის წევრების თქმით, ბათუმში მოზარდი კორონავირუსით არ გარდაცვლილა

ბათუმში 12 წლის ბავშვი გარდაიცვალა. მოზარდი ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრში გუშინ შეიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების თქმით, ბავშვს კორონავირუსი არ ჰქონდა და სხვა თანმდევი დაავადებები აწუხებდა, რაც გახდა დაღუპვის მიზეზიც. ასევე, მათი თქმით, სამედიცინო ჩარევა დაგვიანებულად მოხდა და სასწრაფომ რეაგირება დააგვიანა.

„საღამოს გვითხრა, ჰაერის უკმარისობა მაქვსო და აზოტი – მომატებულიო. სისხლი გადაუსხეს და ნახევარი სისხლი დატოვეს ადგილზე. გამოიძახეს სასწრაფო და წაიყვანეს თბილისში, გზაში გარდაიცავალა. დაბადებიდან ცალი თირკმელი არ ჰქონდა და იქ არ იცოდნენ, დიალიზი რომ სჭირდებოდა?! კორონავირუსი არ ჰქონია. არც სიცხე ჰქონდა და არც – ხველა. სახლში შვიდი ადამიანი ვცხოვრობთ და არავის არ დაუდასტურდა“, – თქვა გარდაცვლილი ბავშვის ბაბუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები