შემოსავლების სამსახური: თურქეთიდან შემოსულ 23 450 კილოგრამ კარტოფილში კიბო აღმოჩნდა
საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სარფის” გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან 23 450 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შემოვიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ფიტოსანიტარიული პროცედურების განხორციელებისას კვლევისთვის აღებულ ნიმუშში კარტოფილის კიბოს (Synchytrium endobioticum) არსებობა დადასტურდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.