მთაწმინდის რაიონში მიმდინარე წელს ფიტნეს ზონები 6 მისამართზე განთავსდა

მთაწმინდის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ფიტნეს ზონები მოეწყო. მიმდინარე წელს ფიტნეს ზონები 6 მისამართზე განთავსდა.
სამუშაოები განხორციელდა:
• ამაღლების ქუჩაზე;
• ოქროყანაში, თბილისის ქუჩაზე;
• ოქროყანაში, გელოვანის ქუჩაზე;
• ოქროყანაში, ბ-ზონაში, სპორტული მოედნის მიმდებარედ;
• კოჯორში, კვინიტაძის ქუჩაზე;
• ტაბახმელაში, თბილისი-კოჯრის გზატკეცილზე.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები, მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 162 900 ლარი გამოიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები