თბილისში კორონავირუსის 1 202 შემთხვევა გამოვლინდა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302
დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში, თბილისში გამოვლენილია კორონავირუსის 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302 , – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეში 2 797 ადამიანია, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში – 32.
,,დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში – 469, იმერეთში – 302, ქვემო ქართლში – 259, შიდა ქართლში – 173, გურიაში – 61, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355, კახეთში – 117, მცხეთა-მთიანეთში – 86, სამცხე-ჯავახეთში – 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 638 ადამიანი გამოჯანმრთელდა.