ეკატერინე ტიკარაძე: ჩვენ არ გვეყოლება 20 000 გარდაცვლილი, ეს რიცხვი არცერთ დათვლაში არასდროს მიგვიღია

“20 000 გარდაცვლილი არ გვეყოლება და ეს რიცხვი ჩვენ არცერთ დათვლაში არ მიგვიღია”, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვას: „საუბრობენ, რომ აუცილებელია ,,ლოკდაუნის,, გამოყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მაგალითად, იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 5 000-მდე გაიზრდება, მოხდება კოლაფსი და,  ჯამურად, გარდაცვლილთა რიცხვი 20 000 იქნება, როგორ ფიქრობთ, მივიღებთ თუ არა ამ შედეგებს და აპირებთ თუ არა ,,ლოკდაუნს“.

ტიკარაძის თქმითვე, დღეს ექსპერტებთან შეხვედრაა დანიშნული და მათთან ერთად მოხდება შემდგომი ღონისძიებების დაგეგმვა.

„20 000 გარდაცვლილი არ გვეყოლება და ეს რიცხვი ჩვენ არცერთ დათვლაში არ მიგვიღია.  იცით, მთავრობა აქტიურად თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან, ეპიდემიოლოგსა და ექსპერტთან ერთად. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრა ექსპერტებთან. შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ იმ შემდეგ ღონისძიებებს, რომლებიც იქნება საჭირო. ამ ღონისძიებების შესახებ შეხვედრის შემდეგ მოგახსენებთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები