,,კოვიდ 19″-ით ინფიცირებულებს სადაზღვევო კომპანია ,,ირაო“ ახალ მომსახურებას სთავაზობს

,,კოვიდ 19″-ით ინფიცირებულებს სადაზღვევო კომპანია ,,ირაო“ ახალ მომსახურებას სთავაზობს.

როგორც ,,კვირას” კომპანიაში განუცხადეს, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, კომპანია ,,ირაოში“ დაზღვეული მომხმარებელი მიიღებს პირადი ექიმის უფასო დისტანციურ (სატელეფონო) კონსულტაციას, ასევე, კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას და საჭიროების შემთხვევაში, სიმპტომური მედიკამენტების დანიშვნას.

,,ასევე, გაცნობებთ, რომ COVID-19-ის დიაგნოსტიკაზე ჩვენი დაზღვეულები ისარგებლებენ განსაკუთრებული შეთავაზებით:

ფასდაკლება PCR მეთოდით ტესტირებაზე – 90 ლარი 110 ლარის ნაცვლად ლაბორატორია “მედი პრაიმში” (T: 555 10 48 74);

ფასდაკლება PCR მეთოდით ტესტირებაზე (ბინაზე გამოძახებით) – 130 ლარად 180 ლარის ნაცვლად ლაბორატორია “მედ დიაგნოსტიკაში” (T: 0322 800 200);

PCR კვლევების სრულად დაფინანსება მაღალი რისკ ჯგუფის პაციენტებში (დამატებითი დიაგნოსტიკა საეჭვო COVID ჯგუფებში).

თუ თქვენ დაგიდასტურდათ კორონავირუსის მსუბუქი ფორმა ან შეგენიშნებათ COVID-19-ის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომები, ჩაეწერეთ ოჯახის ექიმთან დისტანციურ კონსულტაციაზე “ცხელი ხაზის” მეშვეობით: 0322 949 949.

კორონავირუსის დადასტურების შემთხვევაში, აუცილებლად უნდა დაუკავშირდეთ “112”-ს, დარეგისტრირდეთ სახელმწიფო ბაზაში და ჩაერთოთ კოვიდის სახელმწიფო მართვის პროგრამაში. სათანადო შემთხვევებში, პაციენტების ჰოსპიტალში გადანაწილება ხორციელდება “112”-ის მიერ,” – აცხადებენ კომპანიაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები