გლდანის რაიონში 100 საბაღე სკამი განთავსდება

გლდანის რაიონში, სხვადასხვა მისამართზე საპარკე სკამების განთავსება მიმდინარეობს.
სკამები, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა ლოკაციაზე მონტაჟდება.
ამ ეტაპზე, 34 მისამართზე 50 მოსასვენებელი სკამი უკვე განთავსდა, 50 სკამის განთავსება კი გრძელდება.

სამუშაოებისთვის, რომელსაც, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს, ჯამურად, 30 100 ლარია გათვალისწინებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები