ჩინეთ ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
ოფიციალურმა ჩინეთმა ჯო ბაიდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც BBC წერს, აქამდე ჩინეთის მთავრობა აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისთვის, ჯო ბაიდენისთვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მილოცვისგან თავს იკავებდა და მხოლოდ აღნიშნავდა, რომ მათი დაკვირვებით, აშშ-ში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადეს.
„ჩვენ პატივს ვცემთ ამერიკელი ხალხის არჩევანს, ვულოცავთ ბატონ ბაიდენს და ქალბატონ ჰარისს“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სპიკერმა, ვან ვენბინმა.