მეტეხის ხიდზე, 100 000 ქართველი წამებულის დღე მსვლელობის გარეშე აღნიშნეს

მეტეხის ხიდზე, ჯალალედინის დროს წამებულ 100 000 ქართველთა ხსენების დღესთან დაკავშირებით მცირე პარაკლისი ჩატარდა.
ადგილზე მისულმა მორწმუნეებმა მტკვარში ჩაასვენეს ყვავილების გვირგვინები ანთებული სანთლებით.
ეს დღე, ტრადიციულად, ერთსა და იმავე დროს უკვე მრავალი წელია, აღინიშნება.

ხსენების დღესთან დაკავშირებით, წინა წლებში ხალხმრავალი მსვლელობა ეწყობოდა, რომელიც მეტეხის ხიდზე სრულდებოდა პარაკლისით, თუმცა, საქართველოს საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიის მკვეთრი გავრცელების გამო, წელს მრევლის მსვლელობა აღარ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები