ამირან გამყრელიძე: 700-მდე სტუდენტი უკვე პრაქტიკულ საქმეშია ჩართული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მართვასთან დაკავშირებით სამედიცინო მიმართულების 1 800-მდე სტუდენტი გადამზადდა.
„კორონავირუსის მართვის პროცესში ჩართული არიან რეზიდენტებიც. რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პროცესში ჩაერთვნენ მეხუთე-მეექვსე კურსის სტუდენტები, სამედიცინო უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების 1 800-მდე სტუდენტმა გაიარა მოკლეხნიანი გადამზადება. როგორც ვიცი, აქედან დაახლოებით 700 უკვე პრაქტიკულ საქმეშია ჩართული, როგორც ექიმების ასისტენტებად, ისე – ექთნებად და ასე შემდეგ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.