ამირან გამყრელიძე: ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 1, 2 ან 3 თვის შემდეგ, ცოტა გადაჭარბებული იმედებია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ სხვადასხვა ვაქცინაა შექმნილი და კვლევის ფაზებშია.

,,ის, რომ კოვიდის ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება, ვთქვათ, 1 თვის, 2 თვის, 3 თვის და ასე შემდეგ, ეს ცოტა გადაჭარბებული იმედებია. დღევანდელი დღით, დაახლოებით, 150-დან 200-მდე სხვადასხვა ვაქცინაა კოვიდ 19-ის წინააღმდეგ შექმნილი, ლაბორატორიებში, აქედან პრეკლინიკური და კლინიკური კვლევის ფაზებში არის რამდენიმე ათეული და, მათ შორის, ე.წ ბოლო, მესამე კლინიკურ ფაზაში არის, დაახლოებით, 5-მდე ვაქცინა, საიდანაც 3-ს აქვს საკმაოდ დიდი მოლოდინი.

დიდი ალბათობით, არ იქნება მარტო ერთი ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული კოვიდის საწინააღმდეგოდ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები