ხათუნა ზახაშვილი: ვაცნობიერებთ, რომ სწავლა და სააღმზრდელო პროცესის ნორმალურ რეჟიმში ჩატარება მომავალი თაობებისთვის მნიშვნელოვანია და ასე დიდხანს გაგრძელება შეუძლებელია

“საბავშვო ბაღებისა და სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ერთ-ერთი საშუალებაა, საზოგადოების თავშეყრა შემცირდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განცხადა.
მისი თქმით, სწავლა და ნორმალურ რეჟიმში სააღმზრდელო პროცესის ჩატარება მნიშვნელოვანია, მაგრამ მათი დისტანციურ რეჟიმზე ყოფნა საზოგადოების თავშეყრას ამცირებს.
„ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ ბავშვებს ბაღებში, უმთავრეს შემთხვევებში, ბებია-ბაბუები ატარებენ. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ბავშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაყვებიან.
საბავშვო ბაღებისა და სკოლების დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანა ერთ-ერთი საშუალებაა, საზოგადოების თავშეყრა შემცირდეს. თუმცა, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ იმას, რომ სწავლა და ნორმალურ რეჟიმში სააღმზრდელო პროცესის ჩატარება ქვეყნისა და ჩვენი მომავალი თაობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ასე დიდხანს გაგრძელება ძნელი და შეუძლებელია“, – განაცხადა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები