ამირან გამყრელიძე: თვის ბოლომდე საწოლფონდი 8 500-მდე უნდა ავიდეს, თუ ეს არ იქნება საკმარისი, შემდეგ საველე ჰოსპიტლების მობილიზება დაიწყება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საველე ჰოსპიტლების იდეა ყოველთვის განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე საწოლფონდის გაზრდა და მობილიზება მიმდინარეობს.

,,ე.წ საველე ჰოსპიტლების იდეა ყოველთვის განიხილება და მუშავდება, მაგრამ ამ ეტაპზე ხდება არასაველე საწოლების მობილიზება ქვეყანაში. დღესაც საკოორდინაციო საბჭოზე ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ, დაახლოებით, 5 500-მდე საწოლი მობილიზებულია. როგორც გითხარით, დღევანდელი მონაცემით, 4 751 პაციენტი წევს საავადმყოფოებში და კიდევ ყოველდღიურად ხდება საწოლფონდის გაზრდა. ამ თვის ბოლომდე უნდა ავიდეს 8 500-მდე. თუ ეს არ იქნება საკმარისი, მაშინ არის გეგმა ბე, რომელიც სწორედ დიდი სივრცეების მობილიზებას გულისხმობს, მათ შორის, ესაა საველე ჰოსპიტალი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები