ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანისთვის პანაშვიდების გადახდა და სხვადასხვა რიტუალის ჩატარება სრულიად უსაფრთხოა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანისთვის პანაშვიდების გადახდა და სხვადასხვა რიტუალის ჩატარება სრულიად უსაფრთხოა.

,,ახალი პროტოკოლის მიხედვით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტის დაკრძალვა აღარ ხდება მაშინვე და ოჯახს ამისთვის 72-საათიანი ვადა ეძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ცხედარი სპეციალურ ჩანთაში თავსდება და შემდეგ სასახლეში. უსაფრთხოა გარდაცვლილის სახლში დასვენება და ყველა რიტუალის ჩატარება. სასურველია, ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში”, –  განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ხათუნა ზახაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ გარდაცვლილის გვამი არ წარმოადგენს არანაირ რისკს დაავადების გავრცელებისთვის.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები