„დიღომი ვილა გაზი“ „თბილისი ენერჯის“ პასუხობს: ადგილი აქვს დეზინფორმაციას

გვინდა, გამოვეხმაუროთ „თბილისი ენერჯი“-ს მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას, – ამის შესახებ “დიღომი ვილა გაზი“ „თბილისის” განცხადებაშია აღნიშნული.

„დიღომი ვილა გაზის” მიერ მოსახლეობისთვის რამე საფრთხის შემცველი ქმედების განხორციელებას ადგილი არ ჰქონია. კომპანია მოქმედებს საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილების საფუძველზე. ჩვენი კუთვნილი გაზსადენი ქსელი „ყაზტრანსგაზ-თბილისს“, რომლის დღევანდელი სახელწოდებაა „თბილისი ენერჯი“, მითვისებული აქვს უკანონოდ 2004 წლიდან. წინა ხელისუფლების დროიდან ადგილი ჰქონდა არაერთ უკანონო ქმედებასა და იძულებას, რომელიც ვერ იქნა დაძლეული ჩვენ მიერ. 2013 წლიდან დავიწყეთ სამართლიანობის აღდგენის ძებნა, რომელიც რამდენიმე წელს უსაფუძვლოდ გაგრძელდა. მარეგულირებელი კომისია ლობირებდა „თბილისი ენერჯის” და უკანონოდ გვიზღუდავდა ლიცენზიის მიღებას, ბუნებრივ მონოპოლისტად იხსენიებდა „თბილისი ენერჯის” და უსამართლოდ ლობირებდა მათ ინტერესებს. საბოლოოდ, მივმართეთ სასამართლოს, გავიარეთ კანონმდებლობით გათვალისწინებული სამივე ინსტანცია, რომელიც დასრულდა ჩვენი კომპანიის სრული გამარჯვებით, სემეკ-ს დაევალა ლიცენზიის გაცემა და დიღომი 7, 8, 9, 10-ს დასახლებაში, უზენაესი სასამართლოს განჩინებით, მოგვენიჭა ბუნებრივი გაზის განაწილება-მიწოდების ლიცენზია. მიუხედავად ამისა, დღესაც არ სრულდება სასამართლო გადაწყვეტილებები და „თბილისი ენერჯის” მხრიდან ადგილი აქვს უკანონო და ძალადობრივ ქმედებებს.

რაც შეეხება გუშინ მომხდარ ფაქტს, აღვადგინეთ და ტექნიკური ნორმების სრული დაცვით მოვახდინეთ გაზსადენი ქსელის ექსპლუატაციაში გაშვება, რასაც მოჰყვა „თბილისი ენერჯის,, გაღიზიანება, სამართლებრივად ყველა გზა მოჭრილი აქვთ და მიმართეს შანტაჟს. მოსახლეობაში გადაკეტეს ბუნებრივი გაზის მიწოდება და შექმნეს ხელოვნურად საფრთხის შექმნის პანიკა. ჩვენ, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, დროებით გვერდზე გადავდეთ კომერციული ინტერესი, გავერიდეთ კონფლიკტს და მივეცით გაზის გაშვების საშუალება. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რაიმე საფრთხის შემცველ ქმედებას ადგილი არ ჰქონია, საფრთხეს თვითონ უქმნიან მოსახლეობას კუსტარულად შექმნილი ქსელებით, ქვებით აქვთ რეგულირების პუნქტები გაჭედილი, რომ წნევის დავარდნის შემთხვევაში გაზი არ გაითიშოს, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს. ჩვენი კომპანია არის ლიცენზირებული, გაზის კვების წყარო გვაქვს სახელმწიფოს ცენტრალური გაზსადენიდან, გაზს ვყიდულობთ „სოკარისგან“ და ყველა დოკუმენტი წესრიგშია. მათი მიზანია, იყვნენ მონოპოლისტები და გააკოტრონ პატარა კომპანიები, მხოლოდ ჩვენი კომპანიის მიმართ არ აქვთ მსგავსი ქმედებები განხორციელებული. ყველა პატარა კომპანიას, რომელიც მოქმედებს თბილისის მაშტაბით, უქმნიან ხელოვნურ პრობლემებს და ხალხში ავრცელებენ პანიკას ხელოვნურად.

გუშინდელი ფაქტი მათი მხრიდან სცილდება სამოქალაქო დავის სფეროს და ადგილი აქვს კრიმინალს. იმედი გვაქვს, გამოძიება დაადგენს სიმართლეს და ყველა აგებს კანონის სრული სიმკაცრით პასუხს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამავე თემაზე:http://kvira.ge/610356

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები