თენგიზ ცერცვაძე: “ლოქდაუნამდე” შორია – კლინიკურ მართვაში, ჯერჯერობით, კარგ პარამეტრებს ვინარჩუნებთ
“კორონავირუსთან დაკავშირებით, კლინიკურ მართვაში, ჯერჯერობით, კარგ პარამეტრებს ვინარჩუნებთ”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსის ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვლილთა რიცხვი 0.86 პროცენტია.
“ჯერჯერობით, ჩვენი მთავრობა საზოგადოების დაკვეთას ასრულებს, რომელსაც ,,ლოქდაუნი,, არ უნდა. არის წერტილოვანი შეზღუდვები. ,,ლოქდაუნამდე,, ჯერ ძალიან შორს არის. კლინიკურ მართვაში, ჯერჯერობით, კარგ პარამეტრებს ვინარჩუნებთ, საქართველოში ყველა დადასტურებული შემთხვევიდან გარდაცვლილთა რიცხვი არის 0. 86 პროცენტი. ეს შეგიძლიათ, ყველგან გადაამოწმოთ”, – განაცხადა ცერცვაძემ.