თენგიზ ცერცვაძე: განგაშის სიგნალი არის, თუმცა, ოპტიმიზმი მაინც შევინარჩუნოთ

“70-ზე მეტმა ქვეყანამ გადადო არჩევნები, ჩვენ არ გადავდეთ, რაც დასაფასებელია. არჩევნები ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არის, თუმცა, ადამიანებმა ოპტიმიზმი მაინც უნდა შეინარჩუნონ.

“განგაშის სიგნალი არის, მაგრამ ცოტა დადებითიც ხომ უნდა ითქვას. იგივე იტალიასთან შედარებით ჩვენთან სიკვდილობის მაჩვენებელი 5-ჯერ ნაკლებია. შეგიძლიათ, დღესვე გადაამოწმოთ. ამიტომ, ოპტიმიზმი მაინც უნდა შევინარჩუნოთ. შემთხვევების მატებაა, რასაც თავისი მიზეზები აქვს. ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან შეზღუდვებს, ევროპის ბევრი ქვეყანა სრულ ,,ლოქდაუნს,, ახორციელებს. ლოქდაუნების ხარისხი, სიმკაცრე ევროპის წამყვან ქვეყნებში გაცილებით მეტია, ვიდრე – ჩვენთან. ჩვენს შემთხვევაში სახელმწიფომ საზოგადოების დაკვეთა გაითვალისწინა, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა “ლოქდაუნი”, გაითვალისწინა პოლიტიკური პროცესები, საარჩევნო პერიოდი, რაც სხვებს არ ჰქონდათ, ან თუ ჰქონდათ – გადადეს. 70-ზე მეტმა ქვეყანამ გადადო არჩევნები, ჩვენ არ გადავდეთ, რაც დასაფასებელია. არჩევნები ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა”, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები