დედაქალაქში არსებული ყვავილების ნაწილი, გამოზამთრების მიზნით, სანერგეში გადააქვთ

თბილისის მერიის შპს „ეკოსერვის ჯგუფს“ დედაქალაქში არსებული ყვავილები, გამოზამთრების მიზნით, სანერგეში გადააქვს.
ბალბა, ბეგონია და გერანა გაზაფხულის ყვავილებია, რომლებსაც ზამთარი არ უყვართ. შესაბამისად, გადარჩენისა და გამრავლების მიზნით, შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ მათ სასათბურე მეურნეობაში გადაიტანს.
აღნიშნული ყვავილები მომავალ წელს დედაქალაქში არსებულ გამწვანებულ თარგებს ისევ გაალამაზებენ.
აღსანიშნავია, რომ სასათბურე მეურნეობა მცენარეების მრავალჯერადად, ყველა სეზონზე გამოყენებას უწყობს ხელს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები