დიდუბეში, ბრატისლავას სახელობის სკვერში ორგანული მულჩირების სამუშაოები განხორციელდა

დიდუბის რაიონის გამგეობამ ბრატისლავას სახელობის სკვერში ორგანული მულჩირების სამუშაოები განახორციელა.
მულჩირების გარდა, სკვერში არსებული ხე-მცენარეები დამუშავდა.
სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „მალგიომ“ 149 939 ლარის ღირებულების ხელშეკრულების ფარგლებში განახორციელა.
მულჩირება ნიადაგსა და მცენარეებს ყინვის, ძლიერი ქარისა და გვალვისგან იცავს. პროცედურის შედეგად, მცენარეები სასუქის ინტენსიურ გამოყენებასა და ჯამების განახლება-გაფხვიერებას ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში აღარ საჭიროებს, ასევე, მის ირგვლივ სარეველას განვითარება საგრძნობლად მცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები