თენგიზ ცერცვაძე: თუ “ლოკდაუნი” არ გვინდა, მაშინ ელემენტარული რეგულაციები შევასრულოთ
“მინდა, მივმართო ჩვენს პატივცემულ მოსახლეობას, რომ თუ “ლოკდაუნი” არ გვინდა და არავის გვინდა, მაშინ უნდა შევასრულოთ ის ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ ტვ “იმედის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, კლინიკური სექტორი, ჯერჯერობით, ინარჩუნებს იმის უნარს, რომ პაციენტების გაზრდილ რაოდენობას გაუმკლავდეს, თუმცა, კლინიკური სექტორის შესაძლებლობების გამოცდა უსასრულოდ არ შეიძლება.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ქვეყნის ინტერესები, ეკონომიკის ინტერესები, რომ არ მოხდეს რეცესია, ხალხის სურვილი, რომ არ შეუქმნას დისკომფორტი ,,ლოკდაუნმა,, და საარჩევნო პროცესი, რომ ჩრდილი არ მიადგეს. ვთქვათ, ყველას გვქონდეს გამოხატვის თავისუფლება, ,,ლოკდაუნზე,, არ წავიდა ჩვენი მთავრობა, ჯერჯერობით, მაინც ინარჩუნებს კლინიკური სექტორი იმის უნარს, რომ გაუმკლავდეს პაციენტების გაზრდილ რაოდენობას. მაგრამ არ შეიძლება უსასრულოდ კლინიკური სექტორის შესაძლებლობების გამოცდა. ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს პატივცემულ მოსახლეობას, რომ თუ ,,ლოკდაუნი,, არ გვინდა და არავის გვინდა, მაშინ უნდა შევასრულოთ ის ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია – პირბადე ღია და დახურულ სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალხმრავალი შეკრებებიდან შეძლებისდაგვარად თავის არიდება და ხელების ჰიგიენა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.